10 ტრენდი, რომელიც 2017 წელს უნდა გაქრეს | Allnews.Ge

10 ტრენდი, რომელიც 2017 წელს უნდა გაქრეს

ხანდახან მოდაც "იღლება", ამიტომ მას განახლება ესაჭიროება.

წინსვლა ყველასთვის და ყველაფრისთვის უკეთესის მანიშნებელია, ამიტომ 2017 წელს, 2016 წლის ყველაზე მოდური და პოპულარული ტრენდების გაქრობას უნდა ველოდოთ.

გამოცემა Cosmopolitan ამ ტრენდების 10-ეულს წარმოდგიდგენთ:

1. ე.წ Mom Jeans

მოდის მოყვარულები ცდილობენ, ძველი და უცნაური ტანსაცმლის გამოყენებით, საკუთარი განუმეორებელი სტილი შექმნან. ამიტომ, მომავალ წელს ამ ტრენდული ჯინსის უკან დაწევას უნდა ველოდოთ.

2. ბეწვიანი ფეხსაცმელი

ეს ფეხსაცმელი გამოსაყენებლად არაკომფორტული, თუმცა 2016 წელს ტრენდული იყო. როდესაც მას ატარებთ, თითქოს ამბობთ, - "ისეთი მდიდარი ვარ, რომ მხოლოდ ბეწვეულზე უნდა ვიარო, მიწას ჩემთან შეხების უფლებას ვერ მივცემ," - თუმცა ისინი არც ისეთი ესთეტიკის მატარებლები არიან, როგორც ბევრ მოდის მოყვარულს ჰგონია.

3. მხრებზე მოშიშვლებული სამოსი

მხრების გამოჩენა საოცრად სექსუალური და მიმზიდველია, თუმცა ასეთი ტიპის სამოსმა, წელს საკუთარი თავი უკვე ამოწურა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მომავალ წელს გამოყენება, უკვე ძალიან მოსაბეზრებელი გახდება.

4. ძვირფასი ჩანთები, რომლებზეც სახეა გამოსახული

როდესაც ასეთი ტიპის ჩანთების დამზადება პირველად Fendi-მ დაიწყო, მომხმარებელმა ის სწრაფად აიტაცა, თუმცა ამ საყვარელი და სასაცილო ჩანთის ფასი 2 000$-დან იწყებოდა, სწორედ ამიტომ, მომავალი წლიდან, ის ნაკლებად პოპულარული იქნება.

5. UNICORN გამოსახულება

2016 წელი UNICORN-ის წლად იქცა, რადგან თმიდან დაწყებული, ყველაფერი მისი ფორმის იყო. ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ საბოლოოდ, მეცნიერებმა, მითიური ცხოველის არსებობაც კი დაადასტურეს. თითქმის გასულ წელს, მოდის მოყვარულებმა ეს UNICORN-ბი ატარეს, გამოიყენეს და მობეზრდათ, სწორედ ამიტომ, 2017 წელს ის მოდურ ტრენდად აღარ მოგვევლინება.

6. მომღერალ ქეინი უესთის მოდის ჩვენება

რთულია ითქვას, რომელი უარესია, მომღერლის მოდის ჩვენება თუ ადამიანები, რომლებიც ამ ღონისძიებაზე დასაწრებად მიდიან.

7. ზონარებითა და არშიებით გაწყობილი სამოსი

ისინი ძალიან მოდური და სექსუალურია, თუმცა საზოგადოება ასეთი ტიპის სამოსის ყურებით უკვე დაიღალა და სიახლე ესაჭიროება.

8. მაისურზე გადაცმული კაბები

ისინი მოდურად 90-იან წლებში მიიჩნეოდა, პოპულარული 2016 წელსაც გახდა, თუმცა მომავალ წელს, სავარაუდოდ, აღარავინ ჩაიცვამს.

9. ძვირადღირებული პროდუქცია

ყველას გვიკვირს, როდესაც ადამიანები ერთ ჟაკეტში 1 250 დოლარს ან უფრო მეტს იხდიან. 2017 წელს ტრენდული შედარებით ხელმისაწვდომი სამოსი იქნება.

10. ფიტნესის სამაჯურები

ისინი ყოველდღიურად საჭირო ნამდვილად არ არის, რადგან თუ გსურთ უფრო ჯანმრთელები იყოთ, მეტი წყალი დალიეთ, ბოსტნეული მიირთვით და ივარჯიშეთ, ამ სამაჯურზე მხოლოდ ნაბიჯების დათვლით ნუ დაკავდებით.

myquiz