როგორ ვმანიპულირებთ ერთმანეთზე | Allnews.Ge

როგორ ვმანიპულირებთ ერთმანეთზე

ადამიანები, რომლებიც ჩვენზე მანიპულირებენ, ტყუილის ხელოვნებას არაჩვეულებრივად ფლობენ. შესაძლოა, ისინი პატივსაცემ და გულწრფელ ადამიანებად მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს მხოლოდ ფასადურია.

მანიპულატორი პიროვნებები თქვენით იქამდე არ დაინტერესდებიან, სანამ არ დასჭირდებით, სწორედ ამ დროს შეგამნჩნევენ და ნელ-ნელა დაგიახლოვდებიან, დაგაბნევენ იქამდე, სანამ იმას არ გააკეთებთ, რაც მათ სურთ.

მანიპულატორი, შესაძლოა, მსხვერპლის როლშიც მოგვევლინოს და დამნაშავედ სწორედ მსხვერპლი გამოიყვანოს. ისინი თქვენში შიშსა და დანაშაულის გრძნობას აღძრავენ, რათა საწადელს მიაღწიონ.

Psychology Today გვთავაზობს მანიპულირების 9 ხერხს, რომლებსაც ადამიანები ხშირად მიმართავენ:

1. მანიპულატორი ადამიანები საკუთარ თავში ღრმად არიან დარწმუნებულები და წინასწარ შეიმუშავებენ სცენარს, რომლითაც სიტუაციის მართვას აპირებენ. მათთვის სხვისი შეხედულებები, გრძნობები და სურვილები ყოველთვის მეორეხარისხოვანია.

2. მანიპულატორებმა ზღვარი არ იციან, რადგან სასრუველი შედეგის მისაღებად ყველაფერზე წავლენ.

3. ისინი პასუხისმგებლობას გაურბიან და თავის დაღწევას ყოველთვის სხვაზე გადაბრალებით ცდილობენ. ისინი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ აიღებენ, მაგრამ თქვენ მას აუცილებლად დაგაკისრებენ.

4. მანიპულატორი ადამიანები ცდილობენ თქვენი ემოციურობით, გრძნობებითა და კეთილსინდისიერებით ისარგებლონ. იციან, რომ თქვენთან ურთიერთობა ადვილია, რადგან კეთილი და მეგობრული ხართ, ისინი კი ხშირად გიმეორებენ, რომ თქვენი სახით არაჩვეულებრივ პიროვნებას შეხვდნენ. სინამდვილეში, თქვენი ისტორიები და სურვილები ნამდვილად არ აინტერესებთ და თქვენს საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ.

5. თუ გსურთ, მანიპულატორი ადვილად ამოიცნოთ, დააკვირდით, როგორ საუბრობს თქვენთან სხვაზე და მიხვდებით, რომ ის სხვასთან თქვენს შესახებაც იმავეს ამბობს.

6. დრო არასოდეს დახარჯოთ თქვენი პიროვნების იმ ადამიანებისთვის ახსნაზე, რომლებიც გაუგებრობაში გამყოფებენ. თუ ვინმესთვის მიუღებელი ხართ, ნუ ეცდებით, რომ შემდეგში მიგიღონ, რადგან მათ თქვენი პიროვნება არ აინტერესებთ.

7. ადამიანების ამოცნობა სცადეთ მათი ქმედებებით და არა წარმოთქმული სიტყვებით.

8. მანიპულატორები, ძირითადად, "კარგი ადამიანის" როლს ირგებენ.

9. ყოველთვის დაფიქრდით იმაზე, თუ რისი გჯერათ. ცხოვრების მანძილზე ჩვენი შეხედულებები და კარიერული პროგრესი იცვლება, შესაბამისად, ეს ზეგავლენას პრიორიტეტებზეც ახდენს. თუ არ გვეცოდინება საკუთარი პრიორიტეტები, ჩვენს მანიპულირებას ადვილად შეძლებენ.

myquiz