მეცნიერები ორთავიანი ქმნილებების არსებობას ადასტურებენ | Allnews.Ge

მეცნიერები ორთავიანი ქმნილებების არსებობას ადასტურებენ

წლების განმავლობაში მეცნიერები ორთავიანი არსებების სხეულის სხვადასხვა ნაწილებსა და ნიმუშებს ასაჯაროებდნენ.

ბოლო ექსპერიმენტი, რომელიც ლონდონის ერთ-ერთი კოლეჯის ბიოლოგმა, არკატ აბზანოვმა ჩაატარა, ორთავიანი ცოცხალი ორგანიზმების არსებობას ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ ამ თეორიას კიდევ ერთი შემთხვევა, მექსიკის სანაპიროზე ორთავიანი ახალდაბადებული ზვიგენის აღმოჩენა, ორთავიანი ხბოს, გველისა და ხვლიკის არსებობაც ამყარებს.

მეცნიერები ამ მოვლენას განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გაყოფის შეზღუდვას უკავშირებენ, იმ შემთხვევაში, თუ მასში სიამის ტყუპები არიან ჩასახული. ეს აღმოჩენა 20-ე საუკუნეში ბიოლოგმა ჰას სპემანმა გააკეთა. მან ორი სალამანდრას ძალიან მცირე ასაკის ემბრიონი ბავშვს თმის ბეწვით შეკრა და აღმოჩნდა, რომ ამისი შედეგი ორთავიანი ქვეწარმავლის წარმოქმნა გახდა, რომლის თითოეულ თავს ერთი სხეულისთვის საკვები ცალ-ცალკე ესაჭიროებოდა.

ამ აღმოჩენას მეცნიერმა "ორი ეგოტიპი ერთ სხეულში უწოდა." აქედან გამომდინარე, დღეს ბიოლოგები ხმამაღლა აცხადებენ, რომ მითიური ორთავიანი ურჩხულები არსებობენ.

myquiz