რა ღირს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლა | Allnews.Ge

რა ღირს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლა

უმაღლესი განათლების მიღება 21-ე საუკუნის ადამიანის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს, სტუდენტების უმეტესობა კი ისეთ უნივერსიტეტში სწავლაზე ოცნებობს, რომელთა სტანდარტი და ხარისხი უკვე სახელგანთქმულია.

Allnews.ge მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურით დაინტერედა.

წლების განმავლობაში, მსოფლიო რეიტინგის პირველადგილოსანი, მასაჩუსეტსის ტექონოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ 46 704$-ის გადახდა მოგიწევთ, ხოლო ჰარვარდში განათლების მიღება 45 278$ დაგიჯდებათ.

ინგლისში მდებარე კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლა 29 927$ ღირს, ამავე ქვეყნის ოქსფორდის უნივერსიტეტში კი 27 753$.

შვეიცარიის ფედერალური ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტობა 1 320 $ დაგიჯდებათ, კანადაში, ტორონტოს უნივერსიტეტში კი 31 000$-ს გადაიხდით.

2016 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული

შვედეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლის საფასური 23 000$-ია, საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში კი მხოლოდ 280$.

ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში 27 000$-ს გადაიხდით.

რაც შეეხება გერმანიაში მდებარე მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში სწავლის საფასურს, სხვა ქვეყნებთან შედარებით მცირე, 124$-ია.

როგორი იქნება სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში 100 წლის შემდეგ

ჩეხეთში, ჩარლზის უნივერსიტეტში 3 200$-ს გადახდით, იტალიის ცნობილ ბოლონიის უნივერსიტეტში კი 1 000$-ს. ამავე თანხის გაღება მოგიწევთ ესპანეთში, ბარსელონას უნვიერსიტეტში სწავლის შემთხვევაშიც.

დანიის კოპენჰაგენის უნივერსიტეტში სწავლა 1 620$-ია. ჩინეთის ცნობილ ციგუას უნივერსიტეტში კი 4 695$.

myquiz