რატომ შეცვალა დასავლეთმა რუკაზე აფრიკის კონტინენტის ზომა | Allnews.Ge

რატომ შეცვალა დასავლეთმა რუკაზე აფრიკის კონტინენტის ზომა

მსოფლიოს რუკაზე კანადას დიდი ფართობი უკავია, თუმცა რეალურად, ის აფრიკის კონტინენტზე მარტივად დაეტეოდა და დიდ ტერიტორიასაც დატოვებდა, სწორედ ამიტომ, რუკა, რომელსაც სკოლაში გვასწავლიან, დამაბნეველია.

სფეროსებრი რუკა 1569 წელს, ზღვებში მოგზაურობის შედეგად შექმნეს. ამაზე დროს ხაზავდნენ მერიდიანებსა და პარალელებს, რომლებიც რუკის მომზადებაში ეხმარებოდათ.

მიუხედავად იმისა, რომ რუკების რეალურ ზომებთან მაქსიმალურად მიახლოებისთვის მეცნიერები და მკვლევარები ყველაფერს აკეთებდნენ, დასავლეთმა კონტიტენტების მისთვის სასურველ ზომაზე დაყვანა მაინც მოახერხა. ასეთ რუკებს დღეს ყველა ჩვენგანი იყენებს.

აფრიკა, რომელიც პირდაპირ ეკვატორზე მდებარეობს მერკატორის რუკაზე უფრო პატარა ზომებშია დატანილი, ვიდრე რეალურადაა, თუმცა კანადის, რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ზომები გაზრდილია.

ასევეა, გრენლანდია, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს მდებარეობს, რუკაზე თითქმის, აფრიკის ზომის ჩანს, თუმცა, რეალურად კონგოს დემოკრატიული რესპულიკის ტოლია.

ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების ფართობი შემთხვევით არ გაზრდილა.

პროფესორ კრააკის თქმით, აღნიშნული, დასავლელი კარტოგრაფების მიერ იმიტომ გაკეთდა, რომ საკუთარი ქვეყნების თითოეული ობიექტი უკეთესად წარმოეჩინათ.

"აფრიკის ალტერნატიული რუკა არ არსებობს, რადგან მას არავინ ქმნის", - აცხადებს მსოფლიოს კარტოგრაფიის ასოციაციის პრეზიდენტი.

იგი აცხადებს, რომ თანამედროვე რუკები პროპაგანდისტულია. "მაგალითად, ავიღოთ რუსეთის შემთხვევა, თუ ვნახავთ მერკატორის რუკას, რომელზეც რუსეთი უზარმაზარი ზომისაა და ევროპის ზომას შევადარებთ, მივხვდებით, რომ მათ შორის სხვაობა საშიშად და დამთრგუნველად გამოიყურება," - განმარტავს კრააკი.

ლონდონის უნივერსიტეტის გლობალური მედიისა და პოლიტიკის პროფესორი, მარიან ფრანკლინი აღნიშნავს, რომ "ეს რუკა დასავლეთის სიძლიერის აღნიშვნას ემსახურება".

მეცნიერების თქმით, სრულყოფილი რუკა არ არსებობს, რადგანაც დედამიწას დაახლოებით, კარტოფილის ფორმა აქვს და მისი პროპორციულად ასახვა თითქმის წარმოუდგენელია. უფრო მეტი სიზუსტის მისაღწევად, აშშ-მ და გერმანიამ, გარკვეული პერიოდის მანძილზე ახალი რუკის, უინკელ ტრიპელის პროექტის გამოყენება და სკოლაში სწავლება დაიწყეს. ამ რუკაზე ზომები შემცირებულია და წრეწირის სიმეტრიულადაა დატანილი, თუმცა მან მერკატორის რუკა მაინც ვერ ჩაანაცვლა.

უნდა აღინიშნოს, რომ ციფრულმა ტექნოლოგიებმა მერკატორის რუკის დომინანტურობა კიდევ უფრო გამოკვეთა, რადგან მას Google Maps, Open Street Map და ყველა პოპულარული და გავრცელებული სისტემა იყენებს.

მე-16 საუკუნის მკვლევარები, რომლებმაც რუკების შექმნა დაიწყეს, სამყაროს შეცნობისთვის უფრო მეტის გაკეთებას ცდილობდნენ. მერკატორის რუკამ კი, ადამიანებს დედამიწის ზომებისა და მდგომარეობის შესახებ გარკვეული წარმოდგენა შეუქმნა, რომლის შეცვლაც, ალბათ, უკვე წარმოუდგენელია.

myquiz