ზაზა ფაჩულია კარიერას "გოლდენ სტეიტში" გააგრძელებს | Allnews.Ge

ზაზა ფაჩულია კარიერას "გოლდენ სტეიტში" გააგრძელებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია კარიერას "გოლდენ სტეიტში" გააგრძელებს. ამის შესახებ ”ინფორმაციას” sbnation.com-ი ავრცელებს.

აღნიშნული გამოცემის ინფორმაციით, ფაჩულიას აგენტსა და კლუბს შორის საბოლოო შეთანხმება მოხდა და ქართველი კალათბურთელი ახალ გუნდთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. წყაროს ცნობით, ხელფასის სახით, 32 წლის ფაჩულია წელიწადში 2,9 მლნ. დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სეზონი ფაჩულიამ "დალასში" გაატარა, რომელიც მის კარიერაში საუკეთესო გამოდგა.

myquiz