მეცნიერების აზრით, სიგამხდრე შესაძლოა უფრო მავნებელი იყოს, ვიდრე ზედმეტი წონა | Allnews.Ge

მეცნიერების აზრით, სიგამხდრე შესაძლოა უფრო მავნებელი იყოს, ვიდრე ზედმეტი წონა

შესაძლოა, სიგამხდრე ჯანმრთელობისთვის მეტად მავნებელი იყოს, ვიდრე ზედმეტი წონა,- ასეთ მოსაზრებას დანიელი მეცნიერები გამოთქვამენ.

დანიაში ჩატარებული კვლევების თანახმად, ნაადრევი სიკვდილიანობის დონე უფრო მაღალია გამხდარი, ნორმალური და ჭარბი წონის მქონე ადამიანებში, ვიდრე იმ ადამიანებში, რომელთა წონა სტანდარტზე რამდენიმე კილოგრამით მეტია.

კვლევის დროს მეცნიერებმა შეისწავლეს დემოგრაფიული მდგომარეობა 1970-იანი წლებიდან დღემდე და სიკვდილიანობის სტატისტიკა დაღუპულთა სიმაღლესა და წონას შეადარეს.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა თქმით, დღეს სიმსუქნის გამო გარდაცვალების შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან თანამედროვე მედიცინა უკეთესად უმკვლავდება ჭარბი წონით გამოწვეულ პრობლემებს, მათ შორის ქოლესტერინის მაღალ დონესა და არტერიულ წნევას.

თუმცა, მეცნიერები აქვე განმარტავენ, რომ კვლევის შედეგები სულაც არ ნიშნავს, რომ წონის პრობლემას სათანადო ყურადღება არ უნდა დაეთმოს.

"ჩვენი დაკსვნა არ ნიშნავს, რომ ნორმალური წონის მქონე ადამიანები გაძლიერებულ კვებაზე უნდა გადავიდნენ. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ დღეს ჭარბი წონის მქონე ადამიანები არ უნდა ღელავდნენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, როგორც ადრე", - ამბობს კველვითი ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი ბიორგ ნორდესტგარდი.

"სიმსუქნე და ჭარბი წონა ბევრი დაავადების განვითარების რისკ ფაქტორს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებების უმრავლესობას ეფექტურად ვმკურნალობთ, მსგავსი გართულებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და მის თვითშეფასებაზე", - განმარტავს დანიელი მკვლევარი.

myquiz