რა სარგებლობა მოაქვს ველოსიპედს | Allnews.Ge

რა სარგებლობა მოაქვს ველოსიპედს

ფეხით და ველოსიპედით სეირნობა დიაბეტის, სისხლძარღვთა დაავადებისა და კიბოს გაჩენის რისკს ამცირებს. ასეთია კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა, რომელიც გამოცემა Preventive Medicine-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფეხით და ველოსიპედით სეირნობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა იმ ქალაქებშიც კი, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დედამიწაზე არსებული ქალაქების მხოლოდ 1%-ში ჰაერი იმდენად დაბინძურებულია, რომ იქ ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ასეთ ქალაქებში ყველაზე მეტად ზარალდებიან ადამიანები, რომლებსაც ჰაერზე ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში უწევთ, მაგალითად კურიერებს, რომლებიც ველოსიპედით გადაადგილდებიან.

რამდენად დაბინძურებულია ჰაერი საქართველოში

დელიში კი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად მიიჩნევა, ადამიანები კვირაში ხუთი საათის განმავლობაში ველოსიპედით უნდა გადაადგილდებოდნენ. ამ გზით ისინი შეძლებენ, დაბინძურებული ჰაერით მიყენებული ზიანი მინიმუმამდე დაიყვანონ.

ბევრი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ დაბინძურებული ჰაერი უფრო მეტ სიკვდილიანობას იწვევს, ვიდრე შიმშილობა, გადაჭარბებული წონა ან ნარკოტიკების მოხმარება. კერძოდ, ასეთი დასკვნა მეცნიერების ხელშეწყობის ამერიკულმა ასოციაციამ გამოიტანა.

კვლევის თანახმად, ჩინეთსა და ინდოეთში სიკვდილიონობის 50% სწორედ დაბინძურებული ჰაერით არის გამოწვეული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბევრ დიდ ქალაქში დაბინძურებული ჰაერის დონემ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, რაც ჯანმრთელობისთვის დიდ საფრთხეს ქმნის.

მექსიკის დედაქალაქში ავტომობილების რიცხვი 40%-ით შემცირდა

ორგანიზაციის ექსპერტების მოსაზრებით, თუ ასეთი ვითარება შენარჩუნდა, მალე დედამიწის მოსახლეობას ნაადრევი სიკვდილიანობის პრობლემა შეექმნება, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება კი, მოქალაქეების ქრონიკული დაავადების განკურნებისთვის უზარმაზარ თანხებს დახარჯავს.

myquiz