ვინ მიიღო დეპუტატის მანდატი არჩევნების შემდეგ? - აქვს თუ არა შანსი ოპოზიციას, რომ პარლამენტის მუშაობა შეაფერხოს
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით "ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში ოთხი პოლიტიკური სუბიექტი შევა, რომელსაც ჯამში, 61 მანდატი ექნება. უფრო კონკრეტულად, მანდატები ასე ნაწილდება: “კოალიცია ცვლილებისთვის“ - 18 მანდატი, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ - 17 მანდატი, “ძლიერი საქართველო“ - 14 მანდატი, ხოლო “გახარია საქართველოსთვის“ - 12 მანდატი.
ვინ მოხვდება ახალ პარლამენტში?
- "ქართული ოცნება" - 88 მანდატი
- კოალიცია ცვლილებისთვის: ახალი, დროა, გირჩი - 19 მანდატი
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 16 მანდატი
- ძლიერი საქართველო - 14 მანდატი
- გახარია - საქართველოსთვის - 13 მანდატი
თავის მხრივ, 21 ნოემბერია ის ბოლო თარიღი (არჩევნებიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა), როდესაც ცესკომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს და შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნოს.
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.
"არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, ჩათვალეთ, სიები არ არსებობს!" - ასეთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოზიცია.
უფლებამოსილების ცნობა და ბოიკოტიკონსტიტუციის მიხედვით: “პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.
კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს:
"1. პარლამენტი მუშაობას დაიწყებს თუ დარბაზში იქნება 76 დეპუტატი (ცესკოს მიხედვით ოცნებას 89 ყავს);
2. ამ 76-მა უნდა თქვას, რომ 150-დან სულ ცოტა, 100 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. მნიშვნელობა არ აქვს დანარჩენებს სურს თუ არა ცნონ მისი უფლებამოსილება.
ამას უდევს მარტივი პრინციპი საფუძვლად: უმცირესობა უმრავლესობას ვერ გადაუწყვეტს იფუნქციონიროს თუ არა".