მიხაილ როთი - „ქართული კოშმარი“ ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის დამოუკიდებელი დაკვირვება აუცილებელი წინაპირობაა | Allnews.Ge

მიხაილ როთი - „ქართული კოშმარი“ ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის დამოუკიდებელი დაკვირვება აუცილებელი წინაპირობაა

„ქართული კოშმარი“ ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს, - ასე გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება“.

„ქართული კოშმარი“ ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის დამოუკიდებელი დაკვირვება აუცილებელი წინაპირობაა“, - წერს მიხაილ როთი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 26 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება, თუმცა ის ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად აპირებს. ამის მიზეზად ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.