“მეორე ფრონტთან“ დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო აშშ-მა “ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები გადადო - რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ?“- აშშ-ის საელჩო | Allnews.Ge

“მეორე ფრონტთან“ დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო აშშ-მა “ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები გადადო - რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ?“- აშშ-ის საელჩო

აშშ-ის სა­ელ­ჩო ე.წ. მე­ო­რე ფრონტთან და­კავ­ში­რე­ბით ბრალ­დე­ბებს კი­დევ ერთხელ ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ “სამ­წუ­ხა­როდ, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ამ თავი კვლავ იჩი­ნა“.

“მე­ო­რე ფრონტთან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცრუ ბრალ­დე­ბე­ბის გამო ამ ზა­ფხულს შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა “ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რის" წვრთნე­ბი გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით გა­და­დო.

სამ­წუ­ხა­როდ, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ამ კვლავ იჩი­ნა თავი, მათ შო­რის ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რე­ბის გა­მოს­ვლებ­ში. სი­მარ­თლე კი მარ­ტი­ვია“, - წერს სა­ელ­ჩო “ფე­ის­ბუქ­ზე“ და სა­პა­სუ­ხოდ აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს, სა­დაც მათ შო­რის გა­მო­სა­ხუ­ლია “ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რის“ ფოტო.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე არის შემ­დე­გი წარ­წე­რა:

“ძლი­ერ ქვეყ­ნებს ძლი­ე­რი მო­კავ­ში­რე­ე­ბი სჭირ­დე­ბათ. რა­ტომ გა­ვა­ნად­გუ­რებთ იმას, რა­საც 32 წე­ლია სა­თუ­თად ვა­შე­ნებთ?“