"გერმანიასა და საფრანგეთში მემარჯვენეების დაწინაურება მოსალოდნელიც იყო" - რა იცვლება ევროპისთვის და როგორ შეიძლება აისახოს ეს საქართველოზე? | Allnews.Ge

"გერმანიასა და საფრანგეთში მემარჯვენეების დაწინაურება მოსალოდნელიც იყო" - რა იცვლება ევროპისთვის და როგორ შეიძლება აისახოს ეს საქართველოზე?

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნის მე­მარ­ჯვე­ნე-ცენ­ტრის­ტულ­მა "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ“ (EPP) ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში 184 ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ო­რე ად­გილ­ზეა "სო­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა“ და "დე­მოკ­რა­ტე­ბის“ (S&D) ბლო­კი 139 მან­და­ტით. ლი­ბე­რა­ლურ­მა "ევ­რო­პულ­მა გა­ნახ­ლე­ბამ“ 22 ად­გი­ლი და­კარ­გა, "მწვა­ნე­ებ­მა“ კი 20 და არ­ჩევ­ნებ­ში 80 და 52 მან­და­ტი მო­ი­პო­ვეს.

მე­მარ­ჯვე­ნე და ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ჯგუ­ფე­ბი "ევ­რო­პე­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი და რე­ფორ­მის­ტე­ბი“ (ECR) და “იდენ­ტო­ბა და დე­მოკ­რა­ტია” (ID) - 73 და 58 მან­და­ტი.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­მელ ჯგუფს და­უ­ჭერს მხარს 95 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი.

"ჩვენ მო­ვი­გეთ ევ­რო­პის არ­ჩევ­ნე­ბი. უმ­რავ­ლე­სო­ბა ძლი­ე­რი ევ­რო­პის ცენ­ტრში რჩე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა გა­ნა­ცხა­და.

“ამ არ­ჩევ­ნებ­მა მოგ­ვცა ორი გზავ­ნი­ლი. პირ­ვე­ლი: უმ­რავ­ლე­სო­ბა ძლი­ე­რი ევ­რო­პის ცენ­ტრში რჩე­ბა და ეს გა­დამ­წყვე­ტია სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის. ცენ­ტრი მარ­თავს. მაგ­რამ ისიც მარ­თა­ლია, რომ მე­მარ­ცხე­ნე­ებ­მა და მე­მარ­ჯვე­ნე­ებ­მა მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვეს და ამი­ტო­მაც შე­დე­გი დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებს ცენ­ტრის­ტულ პარ­ტი­ებს. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბე­ბი გვაქვს ცალ­კე­ულ სა­კი­თხებ­ში, მაგ­რამ ყვე­ლას გვა­ინ­ტე­რე­სებს სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ყვე­ლას გვინ­და ძლი­ე­რი და ეფექ­ტუ­რი ევ­რო­პა”, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა.

ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნის თქმით, სურს გა­აგ­რძე­ლოს მუ­შა­ო­ბა "მათ­თან, ვინც არის პრო­ევ­რო­პუ­ლი, პრო­უკ­რა­ი­ნუ­ლი და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი.

ამას­თა­ნა­ვე, ფონ დერ ლა­ი­ე­ნის თქმით, არ­ჩევ­ნე­ბი არ ტარ­დე­ბა ვა­კუ­უმ­ში.

"ჩვენს ირ­გვლივ სამ­ყა­რო არე­უ­ლო­ბა­შია. ძა­ლე­ბი გა­რე­დან და შიგ­ნი­დან ცდი­ლო­ბენ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას და ევ­რო­პის და­სუს­ტე­ბას. არა­სო­დეს და­ვუშ­ვებთ ამას. არ­ჩევ­ნე­ბის ეს შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ევ­რო­პე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ძლი­ე­რი ევ­რო­პა სურს", - აცხა­დებს ის.

რას შეც­ვლის ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი ევ­რო­პის პო­ლი­ტი­კა­ში, რა სიგ­ნა­ლია ჩვენ­თვის ის, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ყვე­ლა­ზე მეტი მან­და­ტი ისევ მე­მარ­ჯვე­ნე-ცენ­ტრის­ტე­ბის ალი­ანსს ექ­ნე­ბა და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მო­ახ­დენს თუ არა ეს ყვე­ლა­ფე­რი გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ზე, ამ სა­კი­თხებ­ზე ambebi.ge-ს პო­ლი­ტო­ლო­გი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

"ალ­ბათ უნდა დავ­სვათ კი­თხვა, ჩვენ რას გა­ვა­კე­თებთ, თო­რემ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში, პრინ­ციპ­ში, არ­ჩევ­ნე­ბი დამ­თავ­რდა იმ შე­დე­გით, რა შე­დე­გიც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, აქ რამე ისე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა არ მომ­ხდა­რა - მი­უ­ხე­და­ვად მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ში მცი­რე­დი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, მა­ინც უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში დარ­ჩა იგი­ვე ძალა, რო­მე­ლიც აქამ­დე იყო. შე­სა­ბა­მი­სად, იმა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კაც. რაც შეგ­ვე­ხე­ბა ჩვენ, აქ უკვე ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ჩვენ რას ვი­ზამთ და რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლებთ - გა­ვაგ­რძე­ლებთ ისე, რო­გორც ახლა ვართ, რო­დე­საც ყველ­გან კონ­სპი­რა­ცი­ე­ბის თე­ო­რი­ე­ბი და გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია გვე­ლან­დე­ბა, თუ და­ვუბ­რუნ­დე­ბით რე­ა­ლო­ბას და რე­ა­ლუ­რად ვიზ­რუ­ნებთ ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე. ასე რომ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი წინსვლა, ეს თა­ვი­დან-ბო­ლომ­დე ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. იხილეთ სრულად

myquiz