ალექსეი ნავალნიმ სატელეფო საუბარი გამოაქვეყნა პირთან, რომელიც სავარაუდოდ მისი მოწამვლის მონაწილეა | Allnews.Ge

ალექსეი ნავალნიმ სატელეფო საუბარი გამოაქვეყნა პირთან, რომელიც სავარაუდოდ მისი მოწამვლის მონაწილეა

რუსი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი აქვეყნებს გაშიფრულ საუბარს ერთ-ერთ პირთან, კონსტანტინ კუდრიავცევთან, რომელმაც, ის მოწამლა. ამის შესახებ ტელეკომპანია „დოჟდი“ იუწყება. 

ნავალნიმ მასთან დარეკა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის თანაშემწის სახელით და სთხოვა განემარტა, რამ შეუშალა ხელი ტომსკში მოწამვლაში. საუბრისას კუდრიავცევმა ოპერაციას კარგად დაგეგმილი უწოდა და წარუმატებლობა გარემოებათა მიმდინარეობით ახსნა.

ის დარწმუნებულია, რომ ნავალნი ვერ გადარჩებოდა, მფრინავს ექსტრემალური დაშვება რომ არ განეხორციელებინა ომსკში და სასწრაფო დახმარების ექიმებს მის ორგანიზმში შხამსაწინააღმდეგო საშუალება რომ არ შეეშვათ. ზარის განსახორციელებლად ალექსეი ნავალნიმ გამოიყენა პროგრამა, რომელიც ტელეფონის ნომერს ცვლის.

კუდრიავცევთან მისი სატელეფონო ნომერი დაფიქსირდა როგორც არტიომ ტროიანოვის სამუშაო ტელეფონიდან განხორციელებული ზარი, რომელიც „ეფ-ეს-ბეში“ ადმინისტრაციულ თანამდებობას იკავებს.

myquiz