რას შეცვლის მსოფლიოსა და საქართველოსთვის ბაიდენის პრეზიდენტობა? | Allnews.Ge

რას შეცვლის მსოფლიოსა და საქართველოსთვის ბაიდენის პრეზიდენტობა?

"მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ ხედავს წითელსა და ლურჯს, ხედავს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს", - ეს ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებია, რომლებიც მან საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამარჯვების შემდეგ წარმოთქვა. დემოკრატმა და აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ "დემონიზაციის დასასრულის დასაწყისი იწყება აქ და ახლა", რომ ის იქნება ყველას პრეზიდენტი, მათ შორის მათიც, ვინც ხმა მის ოპონენტს მისცა, ისევე, როგორც სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლების. ერთი სიტყვით, ბაიდენის სიტყვას გასდევდა ხაზი, რომლის თანახმადაც ის აპირებს, ძალისხმევა მიმართოს პოლარიზაციის წინააღმდეგ.

ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ მიმართულებებიდან, რასაც შეიძლება, აშშ-ს ახალი პრეზიდენტისგან ველოდოთ. რა შეიცვლება როგორც საშინაო, ისე - საგარეო პოლიტიკაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და რას შეიძლება ველოდოთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში მომდევნო 4 წლის განმავლობაში? ამაზე AMBEBI.GE-ს ექსპერტები - თენგიზ ფხალაძე და ზვიად აბაშიძე ესაუბრნენ.

არის თუ არა ბაიდენი უკვე აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი?

რესპონდენტებს ოდნავ განსხვავებული შეხედულებები აქვთ იმასთან დაკავშირებით, შეგვიძლია თუ არა უკვე მოვიხსენიოთ დემოკრატი კანდიდატი პრეზიდენტად - როგორც ცნობილია, მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებებს.

"ამერიკა არის ის სახელმწიფო, სადაც დემოკრატიული პროცედურები და მათ შორის, რაღაცებთან დაკავშირებით ეჭვები აბსოლუტურად ნორმალურია, ამიტომ ხმების გადათვლა, სასამართლო პროცესები და ა.შ., ნორმალური დემოკრატიული პროცედურაა. შეიძლება, სადღაც რაღაც ტექნიკური გაუმართავობა იყოს, მაგრამ ფაქტია, ჯო ბაიდენმა იმდენი ხმა მიიღო, რომ ის არჩეული პრეზიდენტია. არა მგონია, რომ შედეგები შეიცვალოს", - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე.

ზვიად აბაშიძის თქმითაც, ამჟამინდელი შედეგებით ბაიდენი, ფაქტობრივად, გახდა პრეზიდენტი. "იმის გამო, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი მას უკვე ულოცავს, როგორც ჩანს სამყაროს ეს მნიშვნელოვანი ნაწილი თანახმაა, რომ ტრამპი არ იყოს აშშ-ს პრეზიდენტი", - აღნიშნავს ზვიად აბაშიძე.

რა შეიცვლება აშშ-ს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში?

თენგიზ ფხალაძე ხაზს უსვამს, რომ ბაიდენი არა მხოლოდ ახლა, არამედ მთელი თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში გამოირჩეოდა არა პარტიული, არამედ სახელმწიფოებრივი აზროვნებით.

"ის ყოველთვის ხაზს უსვამდა გაერთიანების იდეას და იმას, რომ არსებობს ეროვნული ინტერესები, რომელსაც უნდა ვემსახუროთ მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა - სწორედ ეს გამოსჭვიოდა მის გამოსვლაშიც. ტრამპისგან განსხვავებით, რომელიც ნამდვილად მუშაობდა თავის ელექტორატზე და ოპონენტების მიმართ მკვეთრი რიტორიკით გამოირჩეოდა, ბაიდენი მართლაც არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, საერთო ეროვნული თანხმობა შექმნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის. ასევე, იყო ძალიან სერიოზული გზავნილი, რომ "ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ამერიკის სახელმწიფოებრიობის ღერძი - საშუალო კლასი", - ეს იყო ის გზავნილი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ სერიოზულად მუშაობდა მის ამომრჩეველზე და მომავალშიც ასე იქნება.

განაგრძეთ კითხვა

myquiz