რომელ პარტიას მისცემდით ხმას ხვალ რომ არჩევნები იყოს?- IRI-ის გამოკითხვა | Allnews.Ge

რომელ პარტიას მისცემდით ხმას ხვალ რომ არჩევნები იყოს?- IRI-ის გამოკითხვა

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს "ქართულ ოცნებას", 15 % კი- "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს.

კერძოდ, კითხვაზე: ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, 36%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა, 15 %-მა - "ნაციონალურ მოძრაობა".

დანარჩენი ხმები კი ასე გადანაწილდა - "ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატები" – 4%, "ახალი საქართველოსთვის -სტრატეგია აღმაშენებელი" – 4%, "პატრიოტთა ალიანსი"- 4%, "ლეიბორისტული პარტია"- 3%. ამომრჩეველთა 23 % კი აცხადებს, რომ არ იცის, ან პასუხი არ აქვს. რაც შეეხება სხვა პარტიებს - "სამოქალაქო მოძრაობას" აქვს 2%, "ლელო საქართველოსთვის"- 2%, "გირჩი" - 2%, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 1%, სხვა პარტია- 2%, არცერთი- 3%.

გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.

myquiz