დონალდ ტრამპი- მზად ვარ კიმ ჩენ ინს შევხვდე | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი- მზად ვარ კიმ ჩენ ინს შევხვდე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდეს.

პრეზიდენტის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული განიარაღების საკითხზე მოლარაკების განახლებას არ გეგმავს, ტრამპი შეხვედრისთვის მაინც მზადაა.

"მესმის, რომ ამ დროისთვის მათ შეხვედრა სურთ, და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მზად ვარ შევხვდე კიმ ჩენ ინს, თუ ჩავთვლი, რომ ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის სასარგებლო იქნებოდა", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მასა და კიმ ჩენ ინს შორის საკმაოდ კარგი, მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა.

შეგახსენებთ, ბოლოს დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ოფიციალური ვიზიტით ვიეტნამში გასული წლის თებერვალში შეხვდნენ. მხარეები კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

myquiz