ვიცე-პერმიერის თანამდებობაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაინიშნა | Allnews.Ge

ვიცე-პერმიერის თანამდებობაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა. გახარიას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტზე კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ასევე ვიცე-პერმიერის თანამდებობაზე დაინიშნა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

„კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი. ესენი არიან ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და ქალბატონი თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ისინი ჩვენი გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა გახარიამ.

მთავრობა გიორგის გახარიას ხელმძღვანელობით ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს.

myquiz