249 522 ევროს ღირებულების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - როგორ შეიცვალა კახა კალაძის ქონება გასულ წელს | Allnews.Ge

249 522 ევროს ღირებულების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - როგორ შეიცვალა კახა კალაძის ქონება გასულ წელს

დედაქალაქის მერმა, გასულ წელს რამდენიმე უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა.

გარდა 2018 წელს შეძენილი ქონებისა, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორ შეიცვალა კახა კალაძის ქონება 1 წელიწადში.

კერძოდ, 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძემ 2018 წელს თბილისში 203,04 კვ. მეტრისა და 258,54 კვ. მეტრი ფართობის ორი ბინა და იმავე მისამართზე მდებარე სამი ავტოსადგომი შეიძინა. ჯამში, უძრავ ქონებაში გადახდილმა თანხამ - 1 943 840 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, კალაძემ წინა წელს შეიძინა მსუბუქი ავტომობილები - FIAT 500 ABARTH, BRABUS ULTIMATE, TOYOTA CAMRY და TOYOTA LAND CRUISER-ი, რომლებშიც ჯამში, 68 ათასი ევრო და 230 170,94 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, კალაძემ გასულ წელს 249 522 ევროს და 46 310 ლარის ღირებულების ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები შეიძინა.

მის საკუთრებაშია ასევე 367,6 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში; 410 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში; 697,6 კვ. მეტრისა და 735,2 კვ. მეტრის ორი აგარაკი დაბა წყნეთში; 396 კვ. მეტრი ფართობის ბინა დედაქალაქში. კალაძე ფლობს ასევე 2 380 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სამტრედიაში; 3 031 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურიანში; 1 060 კვ. მეტრის, 1 058 კვ. მეტრისა და 1 139 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთებს დაბა წყნეთში.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერი ფლობს ორ ბინას და 3 000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს კიევში, ორ არასაცხოვრებელ ფართს სამტრედიაში და 2000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურიანში. ამასთან, როგორც დეკლარაციაში აქვს აღნიშნული, მას ეკუთვნის დაბა წყნეთში მდებარე 650 კვ. მეტრი ფართობის მშენებარე საცხოვრებელი სახლი; ასევე ფლობს თბილისში 101 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთის 26,12%-ს, რომელიც 2012 წელს აქვს ჩუქებით მიღებული და რომელიც წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული არ არს; ასევე ეკუთვნის 35 კვ. მეტრის ავტოფარეხი დედაქალაქში, მაშინ როცა წინა დეკლარაციით, იმავე მისამართზე 56 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხს ფლობდა.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, კალაძეს ეკუთვნის: სამი მოტოციკლი - HARLEY DAVIDSON-ები და ერთი მოტოსატრანსპორტო საშუალება - MINI CLUBMAN JOHN COOPER WORK-ი. გარდა ამისა, მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილები - FIAT 500 ABARTH-ი. აღსანიშნავია, რომ მერის ავტოპარკს გასულ წელს გამოაკლდა - BENTLEY CONTINENTAL-ი; FERRARI GTO-ი; MERCEDES BENZ AMG GTS, MERCEDES BENZ VIANO, რის შედეგადაც მისმა შემოსავალმა ჯამში, 640 ათასი ევრო და 120 ათასი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ერთ-ერთი, 2017 წელს 40 ათას დოლარად შეძენილი MERCEDES BENZ VIANO, გასულ წელს 50 ათას დოლარად გაყიდა.

იხილეთ გაგრძელება

myquiz