სად აპირებს წასვლას გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ | Allnews.Ge

სად აპირებს წასვლას გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ

საქართველო, ქალაქი დუშეთი - ეს არის მისამართი, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ჟურნალისტების შეკითხვაზე - აპირებს თუ არა პოლიტიკაში დარჩენას და სად ვიხილავთ საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს კონკრეტული პასუხი არ გაუცია.

"საქართველო, ქალაქი დუშეთი - ეს არის მისამართი. ჩვენ ქალაქად მოვიხსენიებთ დუშეთს. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის პროგნოზში არ გვაცხადებენ, დუშელები მისი ქალაქად მოხსენიების ძალიან დიდი პატრიოტები ვართ," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

myquiz