ბაშარ ასადმა და რაულ ხაჯიმბამ მეგობრობის და თანამშრომლობის „შეთანხმება“ გააფორმეს | Allnews.Ge

ბაშარ ასადმა და რაულ ხაჯიმბამ მეგობრობის და თანამშრომლობის „შეთანხმება“ გააფორმეს

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ და სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დღეს მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ "შეთანხმებას" ხელი მოაწერეს. ამის შესახებ "ტასი" იუწყება.

აფხაზეთის "დელეგაცია" ე.წ. პირველი ოფიციალური ვიზიტით დამასკოში ჩავიდა.

"მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც დღეს დამასკოში გაიმართა, ხაჯიმბამ და ბაშარ ასადმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მეგობრობისა და თანაშრომლობის შესახებ", - განუცხადეს სააგენტოს "დელეგაციიდან".

სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 19 მაისს აღიარა და მათთან "დიპლომატიური ურთიერთობაც" დაამყარა.

მსგავსი შეთანხმება ასადმა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტთან, ანატოლი ბიბილოვთან ივლისში გააფორმა.

myquiz