ვინ არიან და რისთვის მოდიოდნენ თბილისში რუსი ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოში არ შემოუშვეს | Allnews.Ge

ვინ არიან და რისთვის მოდიოდნენ თბილისში რუსი ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოში არ შემოუშვეს

რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში "ოკუპირებული ტერიტორიების" შესახებ კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში შემოსვლაზე უარი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "იტარტასის" სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს ეთქვათ.

როგორც ცნობილია, თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს, რომელზე დასასწრებადაც მოდიოდნენ რუსეთის დელეგაციის წევრები. "რადიო თავისუფლების" ცნობით, მედიაკონფერენციაზე მოწვეული სტუმრები, ძირითადად, რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების წარმომადგენლები არიან, რომელთა მთავარი ფუნქციაა ანტიდასავლური პროპაგანდა.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ТАСС-ის სამხედრო მიმომხილველი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გადადგმარი პოლკოვნიკი, ვიქტორ ლიტოვკინი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, არც ისე დიდი ხნის წინ, საქართველოს ნატო-ში გაწევრებასთან დაკავშირებით, აცხადებდა, რომ "ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველო აფხაზეთსა და ოსეთზე იტყოდა უარს, სხვა შემთხვევაში, ქართველი პოლიტიკოსებისა და ნატოს მაღალჩინოსნების განცხადებები მხოლოდ რიტორიკაა..." განაგრძეთ კითხვა

myquiz