"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს | Allnews.Ge

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აზერბაიჯანმა ციხიდან ილგარ მამადოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ვანო მერაბიშვილის მსგავსად, პატიმრობა სტრასბურგში ჰქონდა გასაჩივრებული და ევროკონვენციის 18 - მუხლი მოიგო.

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ეს პრეცენდენტი მხედველობაში მიიღოს და ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების პროცედურა დაუყონებლივ დაიწყოს.

"ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყნიდან დღეს, მხოლოდ საქართველოს ჰყავს ოფიციალურად პატიმარი, რომელზეც დადგენილია ევროკონვენციის მუხლის დარღვევა", - აცხადებს ოთარ კახიძე.

myquiz