ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე კვირას თეა წულუკიანს და გიორგი გახარიას გამოჰკითხავენ | Allnews.Ge

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე კვირას თეა წულუკიანს და გიორგი გახარიას გამოჰკითხავენ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია მიმდინარე კვირას მსჯავრდებულებს, შს მინისტრს, ყოფილ მთავარ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრს გამოჰკითხავს.

დღეის მდგომარეობით, კომისიის წევრებს უკვე გამოკითხული ჰყავთ 70-მდე პირი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის ორი მოსწავლე – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.

myquiz