სოზარ სუბარი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა | Allnews.Ge

სოზარ სუბარი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

სოზარ სუბარი რეგიონალური მართვის მიმართულებას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონალური მართვის კომპონენტი და გადავა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რის შემდეგაც უზრუნველყოფილი იქნება მთავრობის მაქსიმალური ჩართულობა და კოორდინაცია რეგიონალური პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით.

myquiz