გიორგი მარგველაშვილი - თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა მიუღებელი ნამდვილად არ არის | Allnews.Ge

გიორგი მარგველაშვილი - თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა მიუღებელი ნამდვილად არ არის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა მიუღებელი ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "თV 25"-ის ეთერში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატზე საუბრისას განაცხადა.

"მიუღებელი რიჟვაძის კანდიდატურა ნამდვილად არ არის. რას გავაკეთებ, ეს ცოტა ხანში გამოჩნდება, მაგრამ კითხვაზე გპასუხობთ, რომ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა მიუღებელი ნამდვილად არ არის", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა აჭარაში მიმდინარე პროცესებში საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მე გუშინ არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ ყველა პარტიის წარმომადგენელს ვესაუბრე, რომელიც უმაღლეს საბჭოში დეპუტატების სახითაა წარმოდგენილი. მე შევეცადე და ვცდილობ პოლიტიკური პროცესი, რომელიც აჭარაში მიმდინარეობს, იყოს საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების

მაქსიმალურად ჩამრთველი და შემკრები პროცესი. იმედი მაქვს, რომ ეს გამომდის.

კონსტიტუციის მიხედვით, ჩემი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ მე უნდა წარვადგინო რეგიონის ხელმძღვანელის კანდიდატურა და ეს საზოგადოებასთან

მაქსიმალური კონსულტაციების გზით უნდა განხორციელდეს. ეს კონსულტაციები ახლაც გრძელდება. მე იმედი მაქვს, შევძლებთ ჩამოვყალიბდეთ ისეთ კანდიდატზე, რომელიც რეგიონისთვის სასარგებლო იქნება და გარკვეულწილად გააღრმავებს იმ დადებით პროცესებს, რომლებიც რეგიონში ხორციელდებოდა ან იმ გამოწვევებს უპასუხებს, რომელიც რეგიონს ნამდვილად აქვს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

myquiz