დანარჩენი მინისტრები სულ ანგელოზები რომ იყვნენ, თეა წულუკიანის პირობებში „ქართული ოცნება“ დაღდასმული იქნება - რომან გოცირიძე | Allnews.Ge

დანარჩენი მინისტრები სულ ანგელოზები რომ იყვნენ, თეა წულუკიანის პირობებში „ქართული ოცნება“ დაღდასმული იქნება - რომან გოცირიძე

მას შემდეგ, რაც მოვუსმინეთ მთავრობის წარმომადგენლებს, რა უნდა თქვას ადამიანმა სერიოზულად. "ქართული ოცნების" მთავრობა ყოველთვის თამაშობდა მეორე ლიგაში, შემდეგ ხდებოდა დაქვეითება და გადადიოდა მესამე და მეოთხე ლიგაში, ახლა მივიღეთ ყველაზე უხარისხო მთავრობა, ახლა თამაშობენ ჭ კლასში, თავისი ცოდნით, გამოცდილებით და უნარებით, - განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის დამღააა.

"მთავრობას მაგარი დამღა აქვს ზურგზე ერთი ქალბატონის, წულუკიანის სახით. ცნობილი მოვლენაა, რომ ერთი წვეთი ნავთობი აფუჭებს 25 ლიტრ წყალს. სულ ანგელოზები რომ იყვნენ ათივე მინისტრი, ამ მეთერთმეტეს პირობებში "ქართული ოცნება" იქნება ისეთივე დაღდასმული, როგორიც იყო ყოველთვის. წულუკიანის დატოვება მთავრობაში ოპოზიციისთვის არის კარგი, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, თუმცა სამწუხაროდ, ძალიან ცუდია ქართველი ხალხისთვის. ამიტომ გვწყდება გული, თორემ ჩვენთვის ეს არის საჩუქარი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

myquiz