რა განათლება აქვს და რა ქონებას ფლობს 29 წლის თორნიკე რიჟვაძე, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდება | Allnews.Ge

რა განათლება აქვს და რა ქონებას ფლობს 29 წლის თორნიკე რიჟვაძე, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდება

აჭარის მთავრობას უახლოეს მომავალში ახალი თავმჯდომარე ეყოლება. პარტია "ქართულმა ოცნებამ" ზურაბ პატარაძის შემცვლელად 29 წლის თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წამოაყენა ისე, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულების საშუალება არ მისცა. მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატის წარდგენას ნატო-ს სამიტის შემდეგ გეგმავდა.

მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი არ შეეცდება რეგიონში კრიზისის შექმნას და "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარს დაუჭერს.

"მასთან აქტიური შეხების შესაძლებლობა არ მქონია, თუმცა ბატონ თორნიკეს, როგორც კარგ მენეჯერს, ახასიათებენ. თორნიკე რიჟვაძეს კარგი განათლება აქვს, მას ბიზნეს ადმინისტრირება აქვს დამთავრებული და მისი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ძალიან აქტიური ახალგაზრდა ხელმძღვანელი ეყოლება აჭარას" - განაცხადა ინფასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.

რიჟვაძე დეპუტატებმა აჭარის მთავრობის პოსტზე ოფიციალურად გუშინ წარადგინეს. მისი თქმით, შემოთავაზება მმართველი გუნდიდან მიიღო. მომავალმა ხელმძღვანელმა მთავრობაში საკადრო ცვლილებებიც დაანონსა.

"ჩვენ დეტალურად და ყურადღებით გავივლით ყველა იმ საკვანძო ფიგურას, რომელიც მინისტრთა კაბინეტში უნდა იყოს და შევჯერდებით, რა თქმა უნდა, უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად, იმ შემადგენლობაზე, რომელიც თავს გაართმევს ადეკვატურად იმ გამოწვევებს, რომლებიც რეგიონშია. პერსონალიებზე ვისაუბრებთ ოფიციალური წარდგენის შემდეგ" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ და დასძინა, რომ რეგიონში ცალკეული მიმართულებებით ცვლილებებია საჭირო.

"მინდა, გამოვხატო სრული მზაობა იმ კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის, რასაც ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა. ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს გარკვეულ პროცედურებს, რასაც ჰქვია პრეზიდენტის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა. ამ წარდგენის შემთხვევაში, მე მზად ვარ, წარვადგინო მთავრობის განახლებული შემადგენლობა, ასევე, ის სამთავრობო პროგრამა, რომლითაც ვიმოქმედებთ აჭარის რეგიონში. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ხარისხობრივი და თვისობრივი ცვლილებები და სწორედ ახალი სამთავრობო პროგრამა ამ პრიორიტეტებს გაუსვამს ხაზს" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა.

29 წლის თორნიკე რიჟვაძე დღემდე საქართველოს ენერგეტიკის ფონდის ხელმძღვანელი იყო. ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებამდე კი მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

2013 -2017 წლებში რიჟვაძე "აჭარისწყალი ჯორჯიას" მრჩეველი, შემდეგ კი კომპანიის დირექტორი იყო. ეს კომპანია მდინარე აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურებს აშენებს. კიდევ რა თანამდებობები ეკავა სხვადასხვა დროს თორნიკე რიჟვაძეს

myquiz