ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები გიორგი მარგველაშვილს და პეტრო პოროშენკოს შეხვდებიან | Allnews.Ge

ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები გიორგი მარგველაშვილს და პეტრო პოროშენკოს შეხვდებიან

12 ივლისს, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებთან შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს სამიტის პროგრამაში.

"12 ივლისს ნატო-ს საბჭოს სხდომა გაიმართება სახელმწიფოების ლიდერების დონეზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები", - ნათქვამია ნატო-ს სამიტის პროგრამაში.

შეხვედრამდე ნატო-ს გენერალური მდივნისა და საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

myquiz