მთავრობის სხდომას, რომელსაც მამუკა ბახტაძე პრემიერის რანგში პირველად ხელმძღვანელობს, თეა წულუკიანი და კახა კახიშვილი არ ესწრებიან | Allnews.Ge

მთავრობის სხდომას, რომელსაც მამუკა ბახტაძე პრემიერის რანგში პირველად ხელმძღვანელობს, თეა წულუკიანი და კახა კახიშვილი არ ესწრებიან

მთავრობის დღევანდელ სხდომას, რომელსაც მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ხელმძღვანელობს, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების მინისტრები - თეა წულუკიანი და კახა კახიშვილი არ ესწრებიან. სხდომაზე მათი მოადგილეები არიან წარმოდგენილი.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნულის მიზეზებზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, თეა წულუკიანი და კახა კახიშვილი მივლინებაში იმყოფებიან.

"თეა წულუკიანი არის მივლინებაში. კახიშვილიც ასეა. ეს არავითარ კავშირში არ არის ცვლილებებთან. ბატონი სოზარიც აქ არის და ბატონი მიშა გიორგაძეც. არ ინერვიულოთ. ყველაფერი კარგად არის", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

როგორც ცნობილია, პრემიერმა სხვა სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად დღეს იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროების შერწყმა დააანონსა, თუმცა უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს გაერთიანებულ უწყებას.

myquiz