განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები ნამდვილად იქნებიან - მამუკა ბახტაძე | Allnews.Ge

განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები ნამდვილად იქნებიან - მამუკა ბახტაძე

განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები ნამდვილად იქნებიან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში განაცხადა.

ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრების სახელების და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა და ყველას მოუწოდა, დაელოდონ აღნიშნულ ინფორმაციას.

რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანების საკითხს, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ცვლილებები 6 სამინისტროს შეეხება.

სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება

myquiz