ანატოლი ბიბილოვმა სირიის პრეზიდენტს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა | Allnews.Ge

ანატოლი ბიბილოვმა სირიის პრეზიდენტს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ "სირიის მიერ "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარება იმ შეუქცევადი პროცესის გაგრძელებაა, რომელიც 2008 წელს დაიწყო".

"დამოუკიდებლობის ურთიერთაღიარება და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენაა. ახალი მეგობრები ყველას სჭირდება, მით უმეტეს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მძიმე პირობებში აღმოჩნდნენ, სამხედრო აგრესიისა და ტერორიზმის წინაშე დადგნენ", - აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ანატოლი ბიბილოვმა ასევე მადლობა გადაუხადა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს და მზაობა გამოთქვა, "მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის".

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" "დამოუკიდებლობა აღიარა".

myquiz