საქართველოს პრეზიდენტი სპეცოპერაციისა და საპროტესტო აქციების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

საქართველოს პრეზიდენტი სპეცოპერაციისა და საპროტესტო აქციების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

გუშინდელი საღამოს ვითარებისთვის მე მადლობა მინდა სპეციფიურად ვუთხრა პატრულის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც იქ იდგნენ და თავის მისიას ასრულებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

"გუშინდელი საღამოს ვითარებისთვის მე მადლობა მინდა სპეციფიურად ვუთხრა პატრულის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც იქ იდგნენ და თავის მისიას ასრულებდნენ - არ მომხდარიყო დაპირისპირება ორ აქციას შორის. მადლობა ვუთხრა იმ მძიმე სამუშაოსთვის, რომელიც მათ ევალებოდათ და შეასრულეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაავილმა ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

"ამ დღეების გამავლობაში ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც დაიწყო რეიდით თუ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა. რანაირად შეიძლება მოვახერხოთ, რომ რამდენიმე საათში სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე მივიდეთ, დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ბუნებრივია, ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება ძალიან პირდაპირი პასუხები. რანაირად შეიძლება რამდენიმე საათში მოვახერხოთ, რომ მივიდეთ იმ წერტილამდე, რომ კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო და რჩება შევინარჩუნოთ ერთდროულად გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ამავე დროს, მოვახერხოთ და წესრიგი იქნას შენარჩუნებული, როგორც დედაქალაქის ქუჩებში, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, 12-13 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები 12 მაისს, კლუბ "ბასიანსა" და კლუბ "გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. აქციის მონაწილეებს 4 მოთხოვნა ჰქონდათ: "პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი". საპროტესტო აქცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით იმართებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, გუშინ აქცია დაიშალა.

myquiz