როდესაც საჭიროება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია - ბიძინა ივანიშვილი | Allnews.Ge

როდესაც საჭიროება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია - ბიძინა ივანიშვილი

როდესაც შენს ხალხზეა საუბარი და საჭიროება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია- ასე მიმართა პარტია "ქართული ოცნების" ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობის მონაწილეებს.

"მაინც მომიწია ამ ტრიბუნასთან დადგომა - დიახ, მომიწია იმ თანმიმდევრობის დარღვევა, რომლის შესახებაც პოლიტიკაში მოსვლისთანავე განვაცხადე, მაგრამ როდესაც შენს ხალხზეა საუბარი და საჭიროება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მინდა ჩვენი ერთად განვლილი გზა მიმოვიხილო. დღეს არ ვაპირებ ხელისუფლების საქმიანობასა და მოღვაწეობაზე ვრცელი და დეტალური ანგარიში წარმოვადგინო, მითუმეტეს, ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და სიამაყითაც კი ხაზი გავუსვა იმ სახელმწიფოებრივ გამარჯვებებს, რასაც ხელისუფლებამ ისტორიულად ძალზე მოკლე დროში, არასრულ 6 წელიწადში მიაღწია.

პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლების განამვლობაში განიცადა. დღეს საქართველოს მოქალაქეები რეალურად თავისუფლები და სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი თვითნებობისგან დაცულნი არიან. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ სწორედ ეს იყო ჩვენი ხალხის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანა - ისინი არჩევნების გზით ირჩევენ ხელისუფლებას და თავადვე აძლევენ მას ხელისუფლების მართვის ლეგიტიმაციას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს არა არჩევნების გაყალბებით, დაშინებითა და ძალადობით მოსული, ცხადია, არა უნაკლო, მაგრამ რაც მთავარია, ადამიანზე, როგორც მთავარ ღირებულებაზე, ორიენტირებული ხელისუფლება.

myquiz