პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა უნდა უთხრას საზოგადოებას, იქნება ის მორჩილი, თუ - თავისუფალი - გიორგი მარგველაშვილი | Allnews.Ge

პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა უნდა უთხრას საზოგადოებას, იქნება ის მორჩილი, თუ - თავისუფალი - გიორგი მარგველაშვილი

ვფიქრობ, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, იქნება ის მორჩილი, თუ იქნება თავისუფალი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი უნდა შევიდეს ავლაბრის რეზიდენციაში თუ უნდა გადავიდეს ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში.

"მე რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ ეს იქნებოდა საარჩევნო თემა. ვფიქრობ, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, იქნება ის მორჩილი, თუ იქნება თავისუფალი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

myquiz