მიხეილ სააკაშვილი ბერა ივანიშვილის ახალ სიმღერას აკრიტიკებს | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი ბერა ივანიშვილის ახალ სიმღერას აკრიტიკებს

ბერა ივანიშვილი, რომელიც მთავარი "დამკრიშავია"კლუბური ნარკოტიკის თბილისში, ამჯერად საქართველის ეკლესიას დაესხა თავს, თავის უნიჭო კლიპში - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ივანიშვილთან რამდენიმე შეხვედრა იმით დამამახსოვრდა, რომ ძალიან აგრესიულობდა ეკლესიაზე და პატრიარქზე. ახლა მისი მთავარი სპიკერი რეპით გამოთქვამს ამ ყველაფერს. ივანიშვილის მთავარი მიზანი საქართველოს უკლებლივ ყველა ინსტიტუტის დაკნინება და მიწასთან გასწორებაა."- დაწერა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის სამიზნეთა სიაში ეკლესია ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ახლა ამას უკვე ღიად ამბობენ.

"სპეციალურად ვაშეარებ კლიპს .. ამ საცოდაობის ავტორის მამა ოცნებობს საქართველოს ოფიციალურად პრეზიდენტად მოევლინოს შემოდგომაზე. ამჯერად, ეს ოცნება ოცნებად დარჩება და აღარ გადაიქცევა ქართველი ერის კოშმარად."- დაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

myquiz