ტატუნაშვილის სხეულზე, პრაქტიკულად, ნაწილი არ არის დარჩენილი, რომ წამების კვალი არ აღენიშნებოდეს - სოზარ სუბარი | Allnews.Ge

ტატუნაშვილის სხეულზე, პრაქტიკულად, ნაწილი არ არის დარჩენილი, რომ წამების კვალი არ აღენიშნებოდეს - სოზარ სუბარი

არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე, პრაქტიკულად, ნაწილი არ არის დარჩენილი, რომ წამების კვალი არ აღენიშნებოდეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

სუბარის თქმით, ის ექსპერტიზის დეტალების განხილვაში არ შევა და თუ საჭიროდ მიიჩნევენ, ოჯახის წევრები თავად გამოაქვეყნებენ ექსპერტიზის დასკვნას.

"მე არ ვილაპარაკებ გამოძიების და ექსპერტიზის დეტალებზე. პირველივე წუთებიდან ვთქვით, რომ ოჯახის მიერ ნდობაგამოცხადებული ექსპერტი სახელმწიფო ექსპერტებთან ერთად ესწრებოდა თითოეულ დეტალს, რაც ექსპერტიზას უკავშირდებოდა. ასე რომ, ოჯახი და ექსპერტი თვითონ გადაწყვეტენ, გამოაქვეყნონ ყველა ის დეტალი, რომელსაც ჩათვლიან, რომ გარკვეულ ეტაპზე ამის გამოქვეყნება და საზოგადოებამდე მიტანა არის მნიშვნელოვანი. ზოგადად, რა თქმა უნდა, ვიტყვი, რომ მიცვალებულს ძალიან სერიოზული წამების კვალი აღენიშნება. პრაქტიკულად, სხეულის ნაწილი არ არის დარჩენილი, რომ ეს კვალი არ აღენიშნებოდეს. ამაზე შორს მე ამ ეტაპზე აღარ წავალ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

myquiz