საგარეო საქმეთა სამინისტრო უვიზო მიმოსვლის შესახებ სანფორმაციო კამპანიის მესამე ტალღას წარადგენს | Allnews.Ge

საგარეო საქმეთა სამინისტრო უვიზო მიმოსვლის შესახებ სანფორმაციო კამპანიის მესამე ტალღას წარადგენს

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში დღეს უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საინფორმაციო კამპანიაში ჩართული პირები, ექსპერტები, სასულიერო პირები, კულტურის მოღვაწეები, მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიების სტუმრებს საინფორმაციო კამპანიის ძირითად ასპექტებზე, უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობაზე, ევროკავშირის/შენგენის სივრცეში თავშესაფრის უკანონოდ მაძიებელთა ზრდის ტენდენციის პრევენციისთვის დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებთან სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის პრაქტიკაზე ინფორმაციას მიაწვდიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ეკა მაჭავარიანი.

უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღას სტუმრებს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე გააცნობს. საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს უვიზო მიმოსვლის წესები, მოახდინოს მათი შემდგომი დარღვევისა და ასევე ევროკავშირის/შენგენის სივრცეში თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენცია.

myquiz