გიგი უგულავა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას | Allnews.Ge

გიგი უგულავა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

პარტია "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

უგულავა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. უგულავამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარტიის რიგით მეხუთე რიგგარეშე ყრილობაზე გამოაცხადა.

"დავთანხმდი ჩემი კოლეგების, ადგილობრივი ორგანიზაციების წინადადებას და გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო პარლამენტის არჩევნებში ხონსა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში. ხონსა და ვანს აქვს შანსი ქვეყანაში მიმდინარე მდორე ცხოვრება პროგრესისკენ შემოაბრუნოს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

myquiz