Human rights watch-ის ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი | Allnews.Ge

Human rights watch-ის ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი

Human rights watch-მა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 643-გვერდიანი ანგარიში აფასებს გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.

საქართველოსთან მიმართებაში Human rights watch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" დაჩქარებული ტემპით, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც უნდა დასრულებულიყო ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა.

ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩება სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობდა ნარკომომხმარებლების მიმართ დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის გატარებას.

"შეშფოთებას იწვევდა მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომის უფლებების, მედიის თავისუფლების და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით", - აღნიშნულია ანგარიშში.

აღნიშნულ ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.

myquiz