მიხეილ სააკაშვილმა ნიდერლანდების ვიზა მიიღო | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილმა ნიდერლანდების ვიზა მიიღო

ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და მრთლმსაჯულების სამინისტრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ვიზა გასცეს. ამის შესახებ Telegraaf.nl იუწყება.

გამოცემის ცნობით, ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა ვიზა მიიღო "ოჯახების გაერთიანების" უფლების საფუძველზე, რადგან დაქორწინებულია ნიდერლანდების მოქალაქე სანდრა რულოვსზე და მეუღლეებს ორი შვილი ჰყავთ.

გამოცემის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა ვიზა კიევში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მეშვეობით მიიღო.

myquiz