კახა კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

კახა კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე კომენტარს აკეთებს

შეუძლებელია, მას მისჯილი აქვს, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებ.

თავად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, კალაძის თქმით, არ იცნობს და შესაბამისად, კომენტარს ვერ გააკეთებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა.

"ადგილი ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. ასევე 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი", - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, "ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა გულისხმობს იმას, რომ პირის დაკავება არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს და ემსახურებოდა აბსოლუტურად სხვა მიზნებს".

myquiz