ავსტრიიდან არალეგალურად მცხოვრები საქართველოს 7 მოქალაქე დააბრუნეს | Allnews.Ge

ავსტრიიდან არალეგალურად მცხოვრები საქართველოს 7 მოქალაქე დააბრუნეს

ავსტრიიდან არალეგალურად მცხოვრები საქართველოს 7 მოქალაქე დააბრუნეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მათი ქვეყნიდან გამოშვება რეადმისიის ფარგლებში მოხდა.

"ეს არ იყო დეპორტი. რეადმისიის ფარგლებში მოხდა იქ მცხოვრები არალეგალურად მცხოვრები ქართველების გამოშვება. 7 მოქალაქის დაკავება მოხდა და რეადმისიის ფარგლებში დაბრუნება საქართველოში", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს მოქალაქების ავსტრიიდან დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ორი დღის წინ გავრცელდა.

უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში საქართველოში 1760 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

myquiz