თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, თიანეთის გამგეობამ დეპუტატის რესტორანს ერთი სადილისთვის 8 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა | Allnews.Ge

თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, თიანეთის გამგეობამ დეპუტატის რესტორანს ერთი სადილისთვის 8 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური ამავე მუნიციპალიტეტის მერიის სარესტორნო ხარჯთან დაკავშირებით დოკუმენტს აქვეყნებს.

როგორც მეჭიაური აცხადებს, გამგეობამ დეპუტატის რესტორანს 8 205 ლარი გადაურიცხა.

"გამგეობის ერთ-ერთი გადარიცხვა დეპუტატის რესტორანს, თავისივე ტაშ-ფანდურისთვის... ჩვენი "კაპოტი" კი შეშურდათ..."პურის მჭამელი" გოგო-ბიჭები...", – წერს მეჭიაური და დამადასტურებელ დოკუმენტსაც აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2017 წლის 12 აგვისტოს გამგეობამ მიღებისა და ოფიციალური სადილისთვის ამხანაგობა „ერწოს იდილიას“ 8 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა.

myquiz