"ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე სხდომას ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტიც ესწრება | Allnews.Ge

"ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე სხდომას ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტიც ესწრება

უმრავლესობის სამუშაო სხდომაში, რომელიც "ქართული ოცნების" სათაო ოფისში მიმდინარეობს, ორი მინისტრი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მონაწილეობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარტიის ოფისში იმყოფებიან ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები - დიმიტრი ქუმსიშვილი და მამუკა ბახტაძე, ასევე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.

განხილვის მთავარი საკითხი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტია. ასევე შეკრებილები, სავარაუდოდ, იმსჯელებენ ლარის კურსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზეც.

myquiz