პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბორჯომის ხანძრის ლიკვიდაციაში რუსეთისთვის დახმარების თხოვნაზე კომენტარი გააკეთეს | Allnews.Ge

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბორჯომის ხანძრის ლიკვიდაციაში რუსეთისთვის დახმარების თხოვნაზე კომენტარი გააკეთეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევენ, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციაში რუსეთისთვის დახმარების თხოვნაში მთავარი პრობლემა ინფორმაციის დამალვაა. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, საზოგადოების ზურგს უკან არ უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება.

"ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა არის ინფორმაციის დამალვა. მაშინ როდესაც მიიღება ესა თუ ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების თხოვნას, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია და არ ხდებოდეს საზოგადოების უკან რაღაც მოლაპარაკებების წარმოება.

ჩვენ გვახსოვს, რომ ასეთივე შემთხვევა გვქონდა "გაზპრომთან" მიმართებაში და ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი იძენს ერთგვარი ტენდენციის სახეს", - განაცხადა ფხალაძემ.

myquiz