ზაალ უდუმაშვილი სოციალურად დაუცველებს დამატებით 50-ლარიან დახმარებას ჰპირდება | Allnews.Ge

ზაალ უდუმაშვილი სოციალურად დაუცველებს დამატებით 50-ლარიან დახმარებას ჰპირდება

თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამწლიანი საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა მიმდინარეობს.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეკრებილ მხარდამჭერებს მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მიმართა.

"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, თბილისის მერად მისი არჩევის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველებს, რომელთა სარეიტიგო ქულაც 200 000-ს არ აღემატება, დამატებით 50-ლარიან დახმარებას დაჰპირდა.

"ყველა სოციალურად დაუცველი დედაქალაქში, რომლის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 200 000 ქულამდე, თბილსიის მერიისგან დამატებით მიიღებს 50-ლარიან დახმარებას. ამ დახმარებას თბილისში მიიღებს 166 000 ოჯახი. სწორედ ეს არის ის რაოდენობა, რომელიც სოციალურ ბაზებში დაფიქსირებული არიან როგორც სოციალურად დაუცველები და მათი სარეიტინგო ქულები შეფასებულია 200 000 ქულამდე. ეს დახმარება იქნება დამატებითი დახმარება იმისგან დამოუკიდებლად, რასაც თქვენ უკვე იღებთ სახელმწიფოსგან", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, ეს თანხები მერიის მაღალჩინოსნების "ფუფუნებისგან დაიზოგება".

myquiz