ნიკა მელია - ჩვენ ისეთი ადამიანები მოგვშორდნენ რიგებიდან, რომელსაც ვერასოდეს მოვიშორებდით | Allnews.Ge

ნიკა მელია - ჩვენ ისეთი ადამიანები მოგვშორდნენ რიგებიდან, რომელსაც ვერასოდეს მოვიშორებდით

ჩვენ ისეთი ადამიანები მოგვშორდნენ რიგებიდან, რომელსაც ვერასოდეს მოვიშორებდით, როგორც დრომ აჩვენა, ისინი ღირებულებებისა და ფასეულობების ერთგულნი არ იყვნენ, - ამის შესახებ "ნაცონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის კორუმპირებულ რეჟიმთან ბრძოლა მხოლოდ განახლებული "ნაციონალური მოძრაობის" ფარგლებშია შესაძლებელი.

"მე ვარ ამაყი დღეს, როგორც არასოდეს, ვინაიდან ივანიშვილის კორუმპირებულ და კრიმინალურ რეჟიმთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ განახლებული "ნაციონალური მოძრაობის" ფარგლებში. ზოგი ჭირი მარგებელია.

ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" იწვნია მარცხი, ამაში დიდი პლუსიც არის.

ჩვენ ისეთი ადამიანები მოგვშორდნენ ჩვენი რიგებიდან, რომელსაც ვერასოდეს მოვიშორებდით. როგორც დრომ აჩვენა, ისინი ღირებულებებისა და ფასეულობების ერთგულნი არ იყვნენ.

რომ არა ის ცნობილი მოვლენები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში უახლოეს წარსულში განვითარდა, დღეს ზალიკო უდუმაშვილი არ იქნებოდა ამ გუნდის მერობის კანდიდატი. მე დარწმუნებული ვარ, ზალიკო უდუმაშვილი არ დათანხმდებოდა იმ შემოთავაზებას, რომელსაც დათანხმდა. "ქართულმა ოცნებამ", ერთი მხრივ "ნაციონალური მოძრაობისთვის" შეასრულა ფუნქცია, რომელსაც ასრულებს მგელი ტყისთვის. ტყის სანიტრის ფუნქცია შეასრულა, მოგვაშორა ის ხალხი, რომელიც იყო დაბრკოლება წინსვლისთვისა და ქვეყნისთვის მეტი სიკეთის მოსატანად", - განაცხადა ნიკა მელიამ.

myquiz