ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის შენობაში სროლა იყო | Allnews.Ge

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის შენობაში სროლა იყო

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის შენობაში სროლა იყო. როგორც "Абхазия-Информ"-ი იუწყება, სროლა "საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ინვალიდთა ფონდის თავმჯდომარის კაბინეტში მოხდა".

ფონდის თანამშრომლების თქმით, სროლა "1992-1993 წლის აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის ინვალიდთა ფონდის თავმჯდომარის, ბადრი აღრბას კაბინეტში, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე მოხდა".

პირის ვინაობა, რომელმაც გასროლა განახორციელა, დგინდება. დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

myquiz