ირაკლი კობახიძე - გადაწყდა, რომ ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით | Allnews.Ge

ირაკლი კობახიძე - გადაწყდა, რომ ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით

გადაწყდა, რომ წარმოდგენილი იყოს ჩანაწერი, რომ ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ადამიანის უფლბათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ცვლილების მთავარი ამოცანა არის, რომ გარკვეულ ჯგუფებს არ მიეცეთ საშუალება ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობის გაღვივებისთვის.

"იურიდიული მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ქორწინების დეფინიცია უნდა შეესაბამებოდეს სოციალურ აღქმას და სოციალური აღმქა ზუსტად არის ასახული პირველ პუნქტში. ეს არ ნიშნავს დისკრიმინაციის რაიმე ფორმით წახალისებას, ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ჯგუფის, მათ შორის უმცირესობების უფლებებს და ინტერესებს. შესაბამისად, ეს ჩანაწერი ვერ გახდება დისკრიმინაციის საფუძველი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კომიტეტის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებების იმ მონაკვეთს აცნობს, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება.

myquiz