ირაკლი კობახიძე - თუკი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩავარდება, გადავდგები | Allnews.Ge

ირაკლი კობახიძე - თუკი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩავარდება, გადავდგები

თუკი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩავარდება, არ ვიცი, გადავდგები, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ “ინტერპრესნიუსის" შესაბამის კითხვას. თუმცა, ირაკლი კობახიძემ შეკითხვას ღიმილით უპასუხა.

“მე პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის ჩემი გულწრფელი მიზანი და ამოცანა. 116 კაცის სახელით ვერ ვისაუბრებ. ამ თემასთან დაკავშირებით გაგრძელდება კონსულტაციები. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს კონსენსუსის მიღწევის რესურსი და ამაზე ვიმუშავებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი მხარს არ უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რასაც კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს.

myquiz